Skip to main content

ლიზინგი

სპეციალური შეთავაზებები გამარტივებული პირობებით 

GT Group-ის და მისი პარტნიორი სალიზინგო კომპანიებისგან

მოითხოვე ზარი

საოპერაციო ლიზინგი

საოპერაციო ლიზინგი საუკეთესო გადაწყვეტილებაა კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ ყავდეთ გამართული ავტომობილები, მიიღონ მაქსიმალური კომფორტი, და რაც მთავარია, თავი აარიდონ მოცულობით ფინანსურ ხარჯებს.

საოპერაციო ლიზინგის მნიშვნელობა

საოპერაციო ლიზინგი ეს არის გრძელვადიანი იჯარა კომპანიებისთვის, რომელიც გულისხმობს მინიმუმ 1 წლიდან მაქსიმუმ 5 წლის ვადით ავტომობილის ქირაობის სერვისს. ამ სერვისის მთავარი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ კომპანიებს აღარ უწევთ ავტოპარკის შექმნისთვის ერთბაშად ფულადი რესურსების მობილიზება, არამედ ისინი იხდიან ფიქსირებულ გადასახადს, სანაცვლოდ კი სარგებლობენ საოპერაციო ლიზინგის სრული სერვისით. ლიზინგი საშუალებას აძლევს კომპანიებს შეიმცირონ ფინანსური ხარჯები და საბანკო ლიმიტები, შესაბამისად კომპანიებს საშუალება აქვთ მთელი თავისი რესერსი სწორედ საკუთარი ბიზნესის განვითარებისკენ მიმართონ ყოველგვარი ზედმეტი საზრუნავის გარეშე.

ჯი-თი გრუპი გთავაზობთ

  • ავტომობილის შერჩევა
  • რეკომენდაციები
  • ავტომობილის ჩანაცვლების სერვისი
  • ყოველთვიური ფიქსირებული გადასახადი

სურვილის შემთხვევაში საწვავის, მძღოლის და სხვა დამატებითი ბენეფიტების შეთავაზება.